როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის ნობათის“ რძის აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ნიმუშებში აფლატოქსინის აღმოჩენამდე, პროდუქტის შემოწმება საზღვარზე შერჩევითად ხდებოდა. ამიერიდან კი, რძე და რძის პროდუქტები საბაჟოებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სრულად შემოწმდება.

როგორია შემოწმების პროცედურები? ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტო-სანიტარული და ვეტერინარული სამმართველოს უფროსის ზურაბ კიკალიას თქმით, სასურსათო პროდუქტების შემოწმება რამდენიმე ეტაპიანია.

“შემოსავლების სამსახური ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ სასაზღვრო, ასევე არაცხოველური წარმოშობის სურსათის, ცხოველური საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს. კონტროლი მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს: თავდაპირველად ოპერატორი წინასწარ შეატყობინებს, ანუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ტვირთის შემოსვლის შესახებ მონაცემებს წარუდგენს. ტვირთის შემოსვლის შემდეგ იწყება კონტროლის პროცედურები. ეს პირველ რიგში დოკუმენტური შემოწმებაა, თუ ეს დოკუმენტაცია დამაკმაყოფილებელია, ამოწმებენ იდენტურობას და შემდეგ ფიზიკურ შემოწმებას გადის, რომლის ფარგლებშიც ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება.

ნიმუშების აღება ხორციელდება მონიტორინგის გეგმის თანახმად, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი შემუშავება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხდება. რისკზე დაფუძნებული მონიტორინგის გეგმა განსაზღვრავს ნიმუშის აღების სიხშირეს, რომელიც ინტეგრირებულია ელექტრონულ სისტემებში. ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს, რომელი სასაქონლო პარტია დაექვემდებარება ნიმუშის აღებას.

მონიტორინგის გეგმის გარდა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ნიმუშის აღება, როდესაც ყველაფერი წესრიგშია, ასევე შეიძლება როდესაც სპეციალისტი მივა იმ დასკვნამდე, რომ შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, ეჭვის საფუძველზე აუცილებელია ნიმუშის აღება, ის აიღებს ნიმუშს, გაგზავნის ლაბორატორიაში და შედეგების მოსვლამდე ტვირთი დაელოდება. თუ ყველაფერი წესრიგშია, ტვირთი თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როდესაც ტვირთი საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს შეესაბამება ტვირთი თავისუფალ მიმოქცევაში ეშვება, ხოლო თუ იმპორტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, აღნიშნული სასაქონლო პარტია ექსპორტიორ ქვეყანაში უკან ბრუნდება ან ნადგურდება, შესაძლებელია ის გადამუშავების შემდგომ სხვა ალტერნატიული დანიშნულებით იყოს გამოყენებული“, – განმარტავს ზურაბ კიკალია.

ცნობისთვის, 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახადაც, “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული რძე “სოფლის ნობათს” აზერბაიჯანიდან ჰქონდა შემოტანილი.

მსგავსი სიახლეები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…